აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა

საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ დიდი და აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა-საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი ექიმი,მეცნიერი, მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე..ის წლების განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.ამასთან სიცოცხლის ბოლო დღემდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  ვიცე-პრეზიდენტად, აგრეთვე  ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებისაკადემიკოს მდივნად. ის იყო საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დიდი წვლილი შეიტანა ამ აკადემიის საერთაშორისო აღიარების საქმეში.ფრიდონ თოდუას უდიდესი წვლილი მიუძღვის  საქართველოში რადიოლოგიის,თანამედროვე მედიცინის ყველაზე რთული და ძვირადღირებული სამედიცინო სამსახურის, მოდერნიზაციისა და განვითარების საქმეში. მან შექმნა და გარდაცვალების დღემდე ხელმძღვანელობდა კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს-ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრს, რომლის ინტელექტუალური დონე და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ყოველთვის აკმაყოფილებდა  თვით ყველაზე მკაცრ საერთაშორისო მოთხოვნებსაც კი.ფრიდონ თოდუა ასევე სიცოცხლის ბოლო დღემდე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერვე დაფუძნებულ რადიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ის ასევე იყო საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭოს უცვლელი წევრი,ამავე სამინისტროს მთავარი სპეციალისტი და ექსპერტი. ის ასევე იყო მისსივე ინიციატივით დაფუძნებული საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის უცვლელი პრეზიდენტი, ფრიდონ თოდუა დასაბამიდან ხელმძღვანელობდა ამავე სპეციალობის ექიმთა რეზიდენტურის პროგრამას და აღზარდა დღეს საქართველოში მომუშავე ექიმ რადიოლოგთა უმრავლესობა,ასევე მისი აღზრდილები წარმატებით მუშაობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წამყავან კლინიკებში. ფრიდონ თოდუა ავტორია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეუნებული ექვსასამდე სამეცნიერო ნაშრომის,მათ შორის 8 მონოგრაფიის, ის ასევე იყო რამდენიმე  სახელმძღვანელოს, გამოგონებისა და პატენტის ავტორი. Fფრიდონ თოპდუა მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელ სამეცნიერო საბჭოებს და მისი უშუალო ხეკლმძღვანელობით მომზადებულია ასამდე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი და ფილოსოფიის აკადემიური დოქტორი მედიცინაში. ფრიდონ თოდუა სხვადასხვა დროს არჩეული იყო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების საპატიო დოქტორად და პროფესორად, აგრეთვე სამეცნიერო საზოგადოებებისა და ასოციაციების საპატიო წევრად.ის იყო სამედიცინო პროფილის მქონე მრავალი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი და სიცოცხლის ბოლომდე რედაქტორობდა თავად მის მიერვე დაფუძნებულ. “რენდგენოლოგიისა და რადიოლოგიის მაცნეს” სახელწოდების მქონე ჟურნალს. ფრიდონ თოდუა სხვადასხვა დროს იყო მრავალი ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესების, ყრილობების, კონფერენციებისა და სიმპოზიუმების თავმჯდომარე და მონაწილე.მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოსა და სხვადასხვა  ქვეყნების უმაღლესი კატეგორიის  სახელმწიფო და საერთაშორისო პრემიები.ის ასევე დაჯილდოებული იყო საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი რანგის ორდენებითა და მედლებით. ის წლების განმავლობაში ეწეოდა მრავალფეროვან საზოგადოებრივ მოღვაწეობას და ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული ქვეყნის საკეთილდღეოდ, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელი მის მიერ აღსრულებული  საქმეების სახით სამუდამოდ დარჩება საქართველოს მედიცინის ისტორიის ნათელ ფურცლად.                                                       
საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია.
 

დამატების დრო: 2017-10-27










მსგავსი სიახლეები















380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.