პროფესორი მარგო გოგიაშვილი

საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ დიდი და აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის პროფესორი მარგო გოგიაშვილი. ის ექიმთა იმ თაობას ეკუთვნოდა,რომლებმაც ანესთეზიოლოგიური სამსახური დანერგეს საქართველოში. ამ თვალსაზრისით მის მიერ რესპუბლიკის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში უზადო ტექნიკით ჩატარებულმა ნარკოზის ათასობით შემთხვევამ სიცოცხლე შეუნარჩუნა ამ ნარკოზის მეშვეობით ნაოპერაციებ ავადმყოფთა აბსოლუტურ უმრავლესობას. საგულისხმოა,რომ ამ საავადმყოფოში  და ამ საავადმყოფოს ბაზაზე განთავსებულ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფილერ კათედრებზე მოღვაწეობას მან მიუძღვნა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ქირურგიული განყოფილების ექიმის,ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასპირანტის, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის კათედრის ასისტენტის და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის დოცენტის სახით. იმავდროულად, სახელდობრ 1996 წლიდან, ის მუშაობდა საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის პროფესორად და თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული თვით ხანდაზმულ ასაკშიც კი წარმატებით აგრძელებდა ანესთეზიოლოგიურ მოღვაწეობას. მის მიერ არის აღზრდილი ქართველ ანესთეზიოლოგთა აბსოლუტური უმრავლესობა,რომლებიც წარმატებით მუშაობენ საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკებში..ასევე მის მიერ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე შესრულებულია 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, სახელმძღვანელო და მონოგრაფია. ის იყო მრავალი სამეცნიერო კონგრესის,კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე და ორგანიზატორი. დაჯილდოებული იყო საქართველოს სახელმწიფო მედლებითა და ორდენებით.აგრეთვე ანგოლის სახელმწიფოს უმაღლესი ორდენით რომელიც მან დაიმსახურა ამ ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამსახუღში თავდადებული შრომის გამო.არჩეული იყო კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის საქართველოს ასოციაციის საპატიო წევრად და მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდება.პროფესორ მარგო გოგიაშვილის ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება საქართველოს სამედიცინო სამსახურის ნათელ მოგონებად.

დამატების დრო: 2019-12-26










მსგავსი სიახლეები















380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.