აკადემიკოსი პალიკო კინტრაია

საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ დიდი და აუნაზღაურებელი  დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი პალიკო კინტრაია.აკადემიკოსი პალიკო კინტრაია 1980 წლიდან მუშაობდა კ.ვ.ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად,ხოლო 2002 წლიდან - დღემდე იმავე ინსტიტუტის სამეთალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. ის ასევე  მუშაობდა თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი მომზადების აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგედ და პროფესორად. ის წლების განმავლობაში ასრულებდა  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი მეან-გინეკოლოგის მოვალეობას, ის არჩეული იყო მრავალი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებების უცხოელ წევრად.ის იყო 200ზე მეტი სამეცნიეროი შრომის და 14 გამოგონების ავტორი,მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია და დაცულია 40 საკანდიდატო და 12 სადოქტორო დისერტაცია.1983 წელს მას მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, ხოლო 1985 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია  და დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.აკადემიკოსი პალიკო კინტრაიას მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო ფიზიკური და ელექტროფიზიოლოგიური მეთოდების გამოყენება მეანობასა და გინეკოლოგიაში..მის მიერ არის აღზრდილი დღეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მომუშავე მეან-გინეკოლოგთა აბსოლუტური უმრავლესობა.ასევე მის ხელმძღვანელობით არის ნამკურნალები ათიათასობით მშობიარე და ახალშობილი.,რომელთა ამ ქვეყნად მოვლინების პირველი ბედნიერი მაუწყებელი თავად იყო.ამაგდარი ექიმის, მეცნიერისა და მასწავლებლისა სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს მადლიერი საზოგადოების ხსოვნაში.

დამატების დრო: 2019-11-12










მსგავსი სიახლეები















380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.